1) დუშეთის მუნიციალიტეტში რეგისტრირებული უსახლკარო პირის/ოჯახის სტატუსის მქონე პირს/ოჯახს ყოველთვიურად აუნაზღაურდება ბინის ქირა არაუმეტეს 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

2) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მსხვერპლს ყოველთვიურად აუნაზღაურდება ბინის ქირა არაუმეტეს 300 (სამასი) ლარის ოდენობით მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში.

3) უსახლკარო პირის/ოჯახის ქირით უზრუნველყოფა შეწყდეს:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ)უსახლკარო პირისთვის/ოჯახისთვის უსახლკაროს სტატუსის შეწყვეტის საფუძველზე;

გ) ქირავნობის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემთხვევაში.

4) მერიაში წარსადგენი დოკუმენტები:

ა) დუშეთის მუნიციალიტეტში რეგისტრირებული უსახლკარო პირის/ოჯახის სრულწლოვანი წარმომადგენლის განცხადება მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის  დამადასტურებელი დოკუმენტის (ID ბარათი ან პასპორტი) ასლი;

გ) საცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება;

დ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები;

ე) ამ  მუხლის მე-2 პუნქტის შემთხვევაში დამატებით – შემაკავებელი ან დამცავი ორდერის ქსეროასლი და/ან ცნობა ძალადობის მსხვერპლის შესახებ შინაგან საქმეთა უწყებიდან ან/და გენდერული თანასწორობის ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებული ქალთა მიმართ ძალადობისა და/ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფისგა