1. ამ მუხლის შესაბამისად იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომელთა დევნილის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტში არსებული რეგისტრაციის მისამართი არის დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოციალური დახმარება გაეწევათ  წელიწადში ერთხელ  100 (ასი) ლარის ოდენობით.

2. მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაცია:

ა) იძულებით გადაადგილებული პირის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ID ბარათი ან პასპორტი) ასლი;

გ) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ)  საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტებ