1. მედიკამენტებით უზრუნველსაყოფად აფთიაქებში თანხის გადარიცხვის წესით 200 (ორასი) ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთაც მინიჭებული აქვთ 0-დან 120 001-მდე სარეიტინგო ქულა.
2. მედიკამენტებით უზრუნველსაყოფად აფთიაქებში თანხის გადარიცხვის წესით ონკოდაავადებების მქონე მოქალაქეები დაფინანსდებიან – ქიმიოთერაპიის, ჰორმონოთერაპიის, იმუნოთერაპიისა და ტარგეტული თერაპიისათვის საჭირო წამლების შესაძენად 1500 (ათას ხუთასი) ლარის ფარგლებში.
3. მედიკამენტებით უზრუნველსაყოფად აფთიაქებში თანხის გადარიცხვის წესით 200 (ორასი) ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან ვეტერანის მოწმობის მიხედვით დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (კოდი–417) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, მათთან გათანაბრებული პირები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები, მათთან გათანაბრებული პირები, სამხედრო ძალების ვეტერანები, უცხო სახელმწიფოთა ტერიტორიაზე მებრძოლები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ დაღუპულ მებრძოლთა ოჯახები.
4. მედიკამენტებით უზრუნველსაყოფად აფთიაქებში თანხის გადარიცხვის წესით 200 (ორასი) ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან 80 წელს გადაცილებული ბენეფიციარები.
5. მედიკამენტებით უზრუნველსაყოფად აფთიაქებში თანხის გადარიცხვის წესით 200 (ორასი) ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან 0-დან 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და ზრდასრული ასაკის მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
6. მედიკამენტებითა და მოვლის საშუალებებით უზრუნველსაყოფად აფთიაქებში თანხის გადარიცხვის წესით 300 (სამასი) ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან პალიატიური ზრუნვის საჭიროების მქონე ბენეფიციარები.
7. დაფინანსების მისაღებად მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს:
ა) ბენეფიციარის და/ან მისი წარმომადგენლის წერილობითი განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ID ბარათი / დაბადების მოწმობა / პასპორტი ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი;
გ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა), რომელშიც ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შემთხვევაში მითითებული იქნება ბენეფიციარისთვის პალიატიური ზრუნვის საჭიროება;
დ) აფთიაქიდან ანგარიშ/ფაქტურა (სასაქონლო ზედნადები);
ე) მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამატებით – ამონაწერი სარეიტინგო ქულათა რაოდენობის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოდან;
ვ) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამატებით – ვეტერანის მოწმობის ასლი;
ზ) მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან პირისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების შესახებ;
თ) მოქალაქეზე (ბენეფიციარი) დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება, რომელსაც იგი წარადგენს სააფთიაქო დაწესებულებაში. ადმინისტრაციული დაპირება გაიცემა იმ პირობით, რომ აფთიაქი ბენეფიციარს მომსახურებას გაუწევს დოკუმენტის შედგენიდან მაქსიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარმოადგენს მედიკამენტების გაცემიდან მაქსიმუმ 1 (ერთი) თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციულ დაპირებაში მითითებული თანხა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ აღარ ანაზღაურდებ