1. დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის დახმარების ეფექტიანად და მოწესრიგებულად გაწევის მიზნით, მერის ბრძანებით იქმნება შესაბამისი კომისია, რომელსაც თავმჯდომარეობას უწევს მერი. კომისია იღებს გადაწყვეტილებას დახმარების გაწევისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი თანხის ოდენობის განსაზღვრაზე მე-8 მუხლის, მე-9 მუხლის, მე-14 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. კომისიის წევრები უნდა იყვნენ მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეები.
3. კომისიის სხდომას სათათბირო ხმის უფლებით ესწრება მერის წარმომადგენელი ან მერის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი, იმ ადმინისტრაციული ერთეულიდან, საიდანაც წარმოდგენილია განცხადება დახმარების თხოვნის თაობაზე.
4. კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიას და უძღვება მის სხდომებს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მერის მოვალეობის შემსრულებელი.
5. კომისიის სხდომა ტარდება თვეში ერთხელ მაინც.
6. წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, კომისია იღებს გადაწყვეტილებას მოქალაქეებისათვის საჭირო დახმარების ან დახმარებაზე უარის თქმის თაობაზე.
7. კომისია უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
8. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
9. კომისიის სხდომის შემდეგ დგება შესაბამისი ოქმი, სადაც აისახება მიღებული გადაწყვეტილებები. ოქმს ხელს აწერს სხდომაზე დამსწრე კომისიის ყველა წევრი.
10. კომისიის ყველა ოქმი საბოლოო სახით ინომრება და იკინძება. მის შედგენაზე პასუხისმგებლობა ეკისრება კომისიის მდივანს.
11. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების (ოქმის) საფუძველზე, მერი გამოსცემს ბრძანებას ბენეფიციარისთვის შესაბამისი დახმარების გაწევის თაობაზე, რომელიც გადაეგზავნება მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს.
12. კომისიურ განხილვას არ ექვემდებარება მე-10, მე-11, მე-12 და მე-13 მუხლები, მე-14 მუხლის მესამე პუნქტი, ასევე მე-15, მე-16, მე-17, მე-18 , 21-ე და 22-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევები, რომელთა მიხედვით სოციალური დახმარების გაცემა ხდება დადგენილი თანხებისა და ზუსტად განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მერის ბრძანები