1. ამ მუხლით დაფინანსდება სამედიცინო მომსახურების შემდეგი სახეები:

ა)  გეგმიური და ურგენტული ქირურგიული მომსახურება;

ბ) ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა;

გ)18 წლამდე ასაკის არასრულწლოვან შშმ ბავშვთა სანატორიულ-კურორტული    მომსახურება.

2. გეგმიური და ურგენტული ქირურგიული მომსახურების, ასევე ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობის ღირებულება დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება:

ა) 500 ლარის ჩათვლით – 100% -მდე;

ბ) 501 ლარიდან 1000 ლარის ჩათვლით – 70%-მდე;

გ) 1001 ლარიდან 3000 ლარის ჩათვლით – 55%-მდე;

დ) 3001 ლარიდან 5000 ლარის ჩათვლით – 35%-მდე;

ე) 5001 ლარიდან ზემოთ 25%-მდე, მაგრამ არაუმეტეს 3000  ლარისა.

3. დაუნის სინდრომით, ცერებრალური დამბლით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნების სარეაბილიტაციო მკურნალობა, ასევე აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს რეაბილიტაცია/აბილიტაცია  დაუფინანსდებათ 100 %-ით, მაგრამ არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა, ხოლო სტაციონარული მკურნალობა და ქირურგიული მომსახურება მათ დაუფინანსდებათ ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით.

4. 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვთა სანატორიულ-კურორტული მომსახურებისათვის საჭირო ხარჯები ანაზღაურდება ერთჯერადად მაქსიმუმ 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. ბენეფიციარის დაფინანსება მოხდება მის კანონიერ წარმომადგენელთან ერთად მათ მიერ არჩეულ საქართველოს კურორტებზე არსებულ სასტუმროებში.

5. 5 წლამდე ასაკის ბავშვებსა და 80 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს ოპერაციები და ამბულატორიული და სტაციონალური მკურნალობა, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიძლება აუნაზღაურდეთ 100%-ით, მაგრამ არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა.

6. წარმოდგენილი ანგარიშ/ფაქტურის, ასევე საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული მიმართვის ასლის დაფინანსების შესახებ  (არსებობის შემთხვევაში) ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტის (არსებობის შემთხვევაში)  შესაბამისად, თითოეულ ბენეფიციარზე დაუფინანსებელი ნაწილიდან განისაზღვრება  გადასარიცხი   თანხის ოდენობა.

7. მოქალაქეზე (ბენეფიციარი) დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან ინდივიდუალური სამედიცინო დახმარებისათვის გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება, რომელსაც იგი წარადგენს შესაბამის დაწესებულებაში. ადმინისტრაციული დაპირება გაიცემა  ბენეფიციარის სტაციონარში ყოფნის პერიოდშიც.

8. ადმინისტრაციული დაპირება გაიცემა იმ პირობით, რომ ბენეფიციარს მომსახურება გაეწევა დოკუმენტის შედგენიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოდგენილი იქნება მომსახურების დასრულებიდან მაქსიმუმ 2 (ორი) თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციული დაპირებაში მითითებული თანხა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ აღარ ანაზღაურდება. სტაციონარში ყოფნის პერიოდში გაცემული ადმინისტრაციული დაპირებით ანაზღაურება მოხდება მხოლოდ იმ პირობით, რომ კლინიკა შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარმოადგენს მომსახურების დასრულებიდან მაქსიმუმ 2 (ორი) თვის ვადაში.

9. მოქალაქეს, რომელსაც ჩაუტარდა სამედიცინო მომსახურება  მერიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების გარეშე და არ შეუძლია დავალიანების დაფარვა, ჩატარებული მომსახურებიდან არაუგვიანეს 60 (სამოცი) კალენდარული დღისა დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში  თანხა შეიძლება გადაერიცხოს შესაბამისი სამკურნალო დაწესებულების ანგარიშზე.

10. პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე;

ბ) ესთეტიკურ ქირურგიაზე, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებულ მკურნალობაზე;

გ) კურორტულ დახმარებაზე, გარდა მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

დ) ეგზოპროტეზირების ხარჯებზე;

ე) სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობაზე;

ვ) სტომატოლოგიურ მომსახურებაზე და დენტალური იმპლანტაციის დაფინანსებაზე;

ზ) სამედიცინო აღჭურვილობაზე (იმპლანტი, სუპინატორები, პროთეზი, სამედიცინო აპარატურა და სხვა).

11. წარსადგენი დოკუმენტები:

ა) ბენეფიციარის და/ან მისი წარმომადგენლის წერილობითი განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ID ბარათი/ დაბადების მოწმობა/პასპორტი  ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი;

გ) სამედიცინო დაწესებულებიდან ფორმა №IV-100/ა; ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი;   საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული მიმართვის  ასლი დაფინანსების შესახებ (არსებობის შემთხვევაში) ან/და სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (არსებობის შემთხვევაში);  კალკულაცია;

დ) მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან  პირისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების შესახებ, ფორმა № IV-100/ა,  სანატორიულ-კურორტული მომსახურების მიმღების მიერ არჩეული სასტუმროს ანგარიშ/ფაქტურა ან/და სხვა დოკუმენტაცია. თანხის გადარიცხვა მოხდება სასტუმროდან წარმოდგენილი შესრულებული ფაქტიური ხარჯთაღრიცხვის მიხედვით;

ე)  მე-9 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამატებით – დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი სამკურნალო დაწესებულებიდან ჩატარებული სამედიცინო მომსახურების შესახებ დავალიანების მითითებით;

ვ) დამატებითი დოკუმენტაცია მერიის მხრიდან დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში.

12. დაფინანსებაზე უარის თქმის საფუძვლად მიიჩნევა პირის გარდაცვალება, ასევე, თუ განცხადების შესწავლისას დადგინდება, რომ პირს უკვე გადახდილი აქვს სამედიცინო მომსახურების ღირებულებ