1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო დაწესებულებაში ჩასატარებელი/ჩატარებული სტაციონარული/დღის სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობის დაფინანსება (გარდა ონკოლოგიური დაავადების გამო ჩატარებული მკურნალობისა) განისაზღვროს შემდეგ კატეგორიებზე:
ა) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 75 000-ის ჩათვლით, დაუფინანსდება/აუნაზღაურდება სამედიცინო მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 100%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარისა.
ბ) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 75 001-დან 150 000-ის ჩათვლით, დაუფინანსდება / აუნაზღაურდება სამედიცინო მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 70%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 1200 (ერთი ათას ორასი) ლარისა.
გ) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 150 001-დან 200 000-ის ჩათვლით, ერთჯერადად დაუფინანსდება სამედიცინო მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 60%-მდე, არაუმეტეს 1000 (ერთიათასი) ლარისა.
დ) მოქალაქეს, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“, ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები და ესაჭიროება თვალზე/თვალებზე ინექცია ინტრავიტრეალურ სივრცეში, დაუფინანსდება სამედიცინო მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 50%-მდე, წლის განმავლობაში, არაუმეტეს 800 (რვაასი) ლარისა.
2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადასახდელია:
ა.ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);
ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვანის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);
ა.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ა.ე) ანგარიშ - ფაქტურა/ინვოისი, არსებობის შემთხვევაში ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი;
ა.ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა/საგარანტიო წერილი (არსებობის შემთხვევაში), ან სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია სამედიცინო მომსახურების, საყოველთაო ჯანდაცვის ან კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ, დაფინანსების/ ანაზღაურების ოდენობის დასადგენად (საჭიროების შემთხვევაში);
ა.ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, გარდა ამავე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადახდილია:
ბ.ა) განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);
ბ.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.გ) მოსარგებლის (ბენეფიციარი) პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);
ბ.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ბ.ე) მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
ბ.ზ) მოსარგებლის (ბენეფიციარის), მისი მინდობილი პირის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. არასრულწლოვანის შემთხვევაში, მოსარგებლის (არასრულწლოვნის), მისი ერთ-ერთი მშობლის, ან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
3. ანაზღაურება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს შესახებ საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ან წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე (თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა განხორციელდა მოქალაქის მიერ).
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილ უნდა იქნას მომსახურების მიღებიდან არაუმეტეს სამი თვის ვადაში. ხოლო საანგარიშო წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეებში მიღებული მომსახურების შემთხვევაში, სათანადო დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნას არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრის