1.
ეს მუხლი განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად მუდმივად მცხოვრები ონკოლოგიური დაავადებების მქონე მოსახლეობის (საქართველოს მოქალაქეებისა და ლტოლვილების) ამ დაავადებისთვის გათვალისწინებული სტაციონარულად და ამბულატორიულად ჩასატარებული მკურნალობის ხარჯების ერთჯერად დაფინანსებას შემდეგი რედაქციით:
ა)
მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 100 000-ის ჩათვლით, ერთჯერადად დაუფინანსდება ამ მუხლით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება გადასახდელი თანხის 100%-მდე, მაგრამ არაუმეტეს 1500 (ერთიათასხუთასი) ლარისა.
ბ)
მოქალაქეს, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, ერთჯერადად დაუფინანსდება ამ მუხლით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება გადასახდელი თანხის 50%-მდე, მაგრამ არაუმეტეს 1200 (ერთიათასორასი) ლარისა.
2.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან შვილი, შვილიშვილი, მშობელი დედმამიშვილი, მეუღლე);
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
მოსარგებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);
დ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ე)
ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი);
ვ)
კალკულაცია (არსებობის შემთხვევაში);
ზ)
საყოველთაო ჯანდაცვის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის დამოწმებული ასლი (არსებობის შემთხვევაში);
თ)
ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში);
3.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზ
„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 30.05.2016
მუხლი 3. ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბენეფიციარების მკურნალობის დაფინანსება
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 100%
- განაკვეთი 50%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 4. მოსახლეობის სამედიცინო მკურნალობის დაფინანსება
- მუხლი 1. ბენეფიციართა სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევების დაფინანსება განისაზღვროს შემდეგ კატეგორიებზე:
- მუხლი 1. ონკოლოგიური ავადმყოფების სოციალური დახმარება
- მუხლი 1. ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება
- მუხლი 3. ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბენეფიციარების მკურნალობის დაფინანსება
- მუხლი 3. ონკოლოგიური დაავადებების მქონე (ავთვისებიანი სიმსივნე) ან/და ქიმიოთერაპიის კურსზე მყოფი, მათ შორის სისხლის ავთვისებიანი დაავადებების მქონე ბენეფიციარების სამედიცინო მომსახურების დაფინანსება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლი მოქმედებს 2016 წლის 01 ივლისამდე. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე
- მუხლი 1. მოსახლეობის სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევების დაფინანსება
- მუხლი 2. მოსახლეობის გეგმიური და ურგენტული ქირურგიული მომსახურებების დაფინანსება
- მუხლი 4. მოსახლეობის სამედიცინო მკურნალობის დაფინანსება
- მუხლი 5. სამედიცინო მომსახურებები, რომლებიც არ ფინანსდება ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან
- მუხლი 6. სოციალური დახმარება ახალშობილთა ოჯახებისთვის
- მუხლი 7. ა(ა)იპ – სამუსიკო, სამხატვრო და სასპორტო სკოლების მოსწავლეთა სწავლის გადასახადის დაფინანსება
- მუხლი 8. ა(ა)იპ – სამუსიკო, სამხატვრო და სასპორტო სკოლების მოსწავლეთა სწავლის დაფინანსება
- მუხლი 9. იძულებით გადაადგილებულ პირთა ,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება
- მუხლი 10. მემკვიდრის გარეშე დარჩენილი მარტოხელა მოქალაქეების სარიტუალო მომსახურება
- მუხლი 11. მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მეწყერის შედეგად დაზარალებული უსახლკაროთათვის სოციალური დახმარების გაწევა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”, მუხლი 3, №50, 17.12.2015, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.138.016235 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.05.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3108269/muxli-3-2/