1.
ეს მუხლი განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის (საქართველოს მოქალაქეებისა და ლტოლვილების) სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევების ერთჯერად დაფინანსებას  შემდეგი რედაქციით:
ა)
მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 120 000-ის ჩათვლით, ერთჯერადად დაუფინანსდება/აუნაზღაურდება სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევები, გადასახდელი/გადახდილი თანხის 100%-მდე, არაუმეტეს 600 (ექვსასი) ლარისა.
ბ)
მოქალაქეს, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, ერთჯერადად დაუფინანსდება სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევები, გადასახდელი თანხის 70%-მდე, არაუმეტეს 400 (ოთხასი) ლარისა.
2.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
ჩასატარებელი გამოკვლევის  შემთხვევაში:
ა.ა)
წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან შვილი, შვილიშვილი, მშობელი, დედმამიშვილი, მეუღლე);
ა.ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ)
მოსარგებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვანის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამდსტურებელი დოკუმენტი);
ა.დ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა№IV-100/ა);
ა.ე)
ანგარიშ-ფაქტურა;
ა.ვ)
კალკულაცია (არსებობის შემთხვევაში);
ა.ზ)
ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში);
ბ)
ჩატარებული გამოკვლევების შემთხვევაში:
ბ.ა)
წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან შვილი, შვილიშვილი, მშობელი დედმამიშვილი, მეუღლე);
ბ.ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.გ)
მოსარგებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვანის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამდსტურებელი დოკუმენტი);
ბ.დ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ბ.ე)
მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ნაღდი ანგარიშსწორების ქვითარი და სალაროს შემოსავლის ორდერი;
ბ.ვ)
ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
ბ.ზ)
მოსარგებლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
3.
ანაზღაურება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ან წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე (თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა განხორციელდა მოქალაქის მიერ)