ახალციხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან

სოციალური დახმარების გაცემის წესი

ეს წესი განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული დევნილი და ლტოლვილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მოსარგებლეთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ  მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და გასაცემი სოციალური დახმარების სახეობასა და ოდენობას