1.
ეს მუხლი განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის (საქართველოს მოქალაქეებისა და ლტოლვილების) გეგმიური და ურგენტული ქირურგიული მომსახურებების ერთჯერად დაფინანსებას შემდეგი რედაქციით:
ა)
მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 75 000-ის  ჩათვლით, ერთჯერადად დაუფინანსდება ქირურგიული მომსახურება გადასახდელი თანხის 100%-მდე, არაუმეტეს 2500 (ორიათასხუთასი) ლარისა.
ბ)
მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 75 001-დან 120 000-ის  ჩათვლით, ერთჯერადად დაუფინანსდება ქირურგიული მომსახურება გადასახდელი თანხის 70%-მდე, არაუმეტეს 2200 (ორიათასორასი) ლარისა.
გ)
მოქალაქეს, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეღავათი, ერთჯერადად დაუფინანსდება ქირურგიული მომსახურება გადასახდელი თანხის 50%-მდე, არაუმეტეს 2000 (ორიათასი) ლარისა.
2.
წარმოსადგენი დოკუმენაცია:
ა)
წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან შვილი, შვილიშვილი, მშობელი დედმამიშვილი, მეუღლე);
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
მოსარგებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადსტურებელი დოკუმენტი);
დ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ე)
ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი);
ვ)
წინასწარი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (წინასწარი კალკულაცია);
ზ)
საყოველთაო ჯანდაცვის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის  მიერ გაცემული საგარანტიო მიმართვის წერილი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი  (არსებობის შემთხვევაში);
თ)
ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში);
3.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე