1. ბენეფიციარების გეგმური და ურგენტული ქირურგიული მომსახურებების დაფინანსება (გარდა ონკოლოგიური დაავადების მქონე მოსახლეობისა) განისაზღვროს შემდეგ კატეგორიებზე:
ა) ბენეფიციარს, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-დან 100 000-ის ჩათვლით (რომელშიც ოჯახის ფაქტობრივი მისამართი მითითებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია), დაუფინანსდება/აუნაზღაურდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 50%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარისა;
ბ) ბენეფიციარის, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მის მიერ გადასახდელი/გადახდილი თანხა აღემატება 800 (რვაას) ლარს, დაფინანსება მოხდეს შემდეგი ლიმიტებით:
ბ.ა) თუ გადასახდელი/გადახდილი თანხა არის 800-დან 1000 ლარამდე, ერთჯერადად დაუფინანსდება/აუნაზღაურდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი /გადახდილი თანხის 30%-მდე, არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა;
ბ.ბ) თუ გადასახდელი/გადახდილი თანხა აღემატება 1000 (ათასი) ლარს, ერთჯერადად დაუფინანსდება/აუნაზღაურდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 30%-მდე, არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა;
ბ.გ) თუ გადასახდელი/გადახდილი თანხა აღემატება 5000 (ხუთი ათასი) ლარს, ერთჯერადად დაუფინანსდება/აუნაზღაურდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 30%-მდე, არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარისა;
ბ.დ) თუ გადასახდელი/გადახდილი თანხა აღემატება 10 000 (ათი ათასი) ლარს, ერთჯერადად დაუფინანსდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 30%-მდე, არაუმეტეს 2000 (ორი ათსი) ლარისა.
გ) შშმ ბავშვის სტატუსის მქონე ბენეფიციარებს დაუფინანსდება/აუნაზღაურდება სამედიცინო მომსახურებისთვის მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 100%-მდე, არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარისა.
2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია
ა) იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადასახდელია:
ა.ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);
ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში – პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი);
ა.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ა.ე) ანგარიშფაქტურა (ინვოისი) და/ან კალკულაცია შესაბამისი დაწესებულებიდან;
ა.ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა/საგარანტიო წერილი (არსებობის შემთხვევაში);
ა.ზ.) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში);
ა.თ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამავე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში);
ბ) იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადახდილია:
ბ.ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);
ბ.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში – პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი);
ბ.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ბ.ე) მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ანგარიშსწორების ქვითარი და სალაროს შემოსავლის ორდერი;
ბ.ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში);
ბ.ზ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამავე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში);
ბ.თ) მოსარგებლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
3. ანაზღაურება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს შესახებ საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე ან წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე (თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა განხორციელდა მოქალაქის მიერ