1. ამ დახმარების მიმღები არის ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი 18-წლამდე ასაკის შვილი, ერთ-ერთი მშობელი და შვილები რეგისტრირებული არიან და ოჯახით ცხოვრობენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მრავალშვილიანი ოჯახის მინიმალური დახმარების ოდენობა განისაზღვროს 400 ლარიდან და შემდგომ ყოველ შვილზე დაემატოს 100 ლარი.
2. წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე (ერთ-ერთი მშობელი);
ბ) მშობლების პირადობის მოწმობები;
გ) შვილების დაბადების მოწმობები ან პირადობის მოწმობები;
დ) ქორწინების მოწმობა (არსებობის შემთხვევაში);
ე) განმცხადებლის ან ოჯახის წევრის საბანკო ანგარიში;
ვ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა განმცხადებლის ოჯახის შემადგენლობის და კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ.
3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზ