1. ქვეპროგრამით სარგებლობენ სოციალურად დაუცველი ოჯახები (რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-დან 100 000-ის ჩათვლით (ვადა-ქულის განსაზღვრის თარიღიდან 3 წლის ჩათვლით) და რომელშიც ოჯახის ფაქტობრივ მისამართად მითითებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია.
2. დახმარება გაიცემა ერჯერადად, 200-1500 ლარის ოდენობით, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან და დამატებით გამოვლენილი გარემოებებიდან გამომდინარე, დახმარების ოდენობას განსაზღვრავს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი შესაბამისი სამუშაო ჯგუფი.
3. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება (ოჯახის წევრი);
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
დ) განმცხადებლის/ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მომართვა, საჭიროების შემთხვევაში;
ვ) სხვა მასალები (რომლებიც წარმოშობს დახმარების მიღების უფლებებს).
4. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზ