პროგრამა ითვალისწინებს:

1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2026 წლის 1 იანვრამდე რეგისტირებულ მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ 4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი  და რეგისტრირებული არიან  სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულით 120 000-დან  და 150 001-მდე, ყოველთვიურად დახმარება გაეწევა თითოეულ ბავშვზე  25 ლარის ოდენობით, წერილობითი მომართვიანობის საფუძველზე.  ოთხშვილიან ოჯახს ერთ-ერთი შვილის 18 წლის ასაკის შესრულებისას ეხსნება დახმარება. ყოველწლიურად მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დახმარებების გაცემა ხდება ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. დახმარება გაიცემა განცხადების შეტანის რიგითობის მიხედვით.

2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა ოჯახმა,  ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის  მერიაში ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს:

ა) განცხადება;

ბ) ბავშვების დაბადების მოწმობები (ასლები);

გ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასლი);

დ)ქორწინების მოწმობა ან/და ჯვრისწერის მოწმობა (ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) ერთ-ერთი მშობლის საბანკო რეკვიზიტი;

ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ;

ზ) ერთ-ერთი მშობლის საბანკო რეკვიზიტი;

თ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ;

ი) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისა