პროგრამა ითვალისწინებს:

1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირებს, რომლებიც ჩართული არიან დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საჭიროებენ დიალიზის კურსის ჩატარებას, უფლება აქვთ ისარგებლონ კვარტალში ერთხელ, ფულადი დახმარებით 300 ლარის ოდენობით, ხოლო სოფლად მცხოვრები ბენეფიციარებისათვის 350 ლარის ოდენობით, პერიტონიალურ შემთხვევაში ტრანსპორტირებისათვის ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით.

2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა პირმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);

გ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;

ე) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისა