1. ამ მუხლით ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად 900 ლარის ოდენობით.
2. დახმარების მიმღებმა ან მისმა ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში – დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი (ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი);
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
ე) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას მიიღებს ბენეფიციარი ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი, ან კანონიერი წარმომადგენელი პირად საბანკო ანგარიშზე.
4. საგანგებო, განსაკუთრებული, ან/და პანდემიის მდგომარეობების დროს, რაც იწვევს საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვას თირკმლით უკმარისობით დაავადებულ (ჰემოდიალიზი) თითოეულ ბენეფიციარს არსებული მდგომარეობის დასრულებამდე თვეში ერთხელ ტრანსპორტირებისთვის ჩაერიცხოს დახმარება 300 ლარის ოდენობი