1. ეტლის შესაძენად ერთჯერადი დახმარება გაეწევათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, მათ შორის 18 წლამდე ასაკისას, ეტლის საფასურის 50%-ით თანადაფინანსებით, არაუმეტეს 200 ლარისა.
2. ადაპტური ტექნოლოგიების (დამხმარე საშუალებების) შესაძენად დახმარება ერთჯერადად გაეწევა 0-18 წლამდე ასაკის ბენეფიციარს ღირებულების თანდაფინანსებით არაუმეტეს 500 ლარისა; 0-18 წლის ასაკის ზევით ბენეფიციარებს ღირებულების თანადაფინანსებით არაუმეტეს 200 ლარისა.
3. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შშმ პირის წარმომადგენელმა (მეურვემ/მზრუნველმა) მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობა, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში – დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი (ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი);
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
ე) შეზღუდული შესაძლებლობების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ვ) ხარჯთაღრიცხვა ან/და კალკულაცია ან/და სხვა დოკუმენტი;
4. ამ მუხლით გათვალისწინებული ანაზღაურდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგელი ხარჯთაღრიცხვის ან/და კალკულაციის ან/და სხვა დოკუმენტის მიხედვით, შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზ