1. ამ მუხლით დახმარებას მიიღებს კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მცხოვრები პირი, რომელიც პროკურორის მიერ გაცემული დადგენილებით ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ცნობილია დაზარალებულად (ოჯახური ძალადობის მსხვერპლად).
2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით.
3. მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) არასრულწლოვანის შემთხვევაში – დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი (ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი);
დ) პროკურორის მიერ გაცემული დადგენილება დაზარალებულად, ოჯახური ძალადობის მსხვერპლად ცნობის შესახებ ან/და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი ;
ე) საბანკო ანგარიში;
4. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას განმცხადებელი მიიღებს წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე. (არასრულწლოვნის შემთხვევაში მშობელი, მშვილებელი, მეურვე/მხარდამჭერი, მზრუნველი ან ნდობით აღჭურვილი პირის საბანკო ანგარიშზე