1. ამ მუხლით დახმარება ერთჯერადად გაეწევა სტუდენტს, რომელიც სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი), არ სარგებლობს სხვა სახელმწიფო პროგრამით (გარდა ერთიანი ეროვნულ გამოცდების შედეგად მიღებული გრანტისა) და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) არის დედ-მამით ობოლი;
ბ) არის მარჩენალდაკარგული მრავალშვილიანი (3 და მეტი 18-წლამდე ასაკის შვილი) ოჯახიდან;
გ) არის სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და ოჯახს მინიჭებული აქვს 0-დან 65 001-მდე სარეიტინგო ქულა;
დ) სტუდენტი, რომელიც არის მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;
2. ამ მუხლით ასევე ისარგებლებს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტის მოთხოვნებიდან ერთ-ერთს მაინც და სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი.
3. სტუდენტმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ცნობა და ანგარიშფაქტურა (ან სხვა დოკუმენტი) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი);
დ) ცნობა ან/და ინფორმაცია შესაბამისი დაწესებულებიდან მასზე სახელმწიფო დაფინანსების არარსებობების შესახებ;
ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დაფინანსების შემთხვევაში სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითითებულია კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია;
ზ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ პუნქტის შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობების დამდასტურებელი დოკუმენტი.
4. დახმარება განისაზღვროს 1000 ლარით.
5. ანაზღაურდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი) გაცემული ანგარიშფაქტურის ან/და სხვა დოკუმენტის მიხედვი