1. ამ მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარება მიეცემა კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილები, შეეძინათ მესამე ან მომდევნო შვილი და ერთ-ერთი მშობელი და შვილები რეგისტრირებული არიან და ოჯახით ცხოვრობენ კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ოჯახი დახმარებას მიიღებს ახალ შეძენილ თითოეულ ბავშვზე ერთჯერადად, 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. ტყუპი ბავშვების შეძენის შემთხვევაში ოჯახი დახმარებას მიიღებს თითოეულ ბავშვზე ერთჯერადად, 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
3. მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) მშობლების (მშობლის) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
გ) შვილების დაბადების მოწმობები და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათები (ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი);
დ) ქორწინების მოწმობა არსებობის შემთხვევაში;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
4. შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია დახმარების მიმღები ოჯახის წევრების და საცხოვრებელი ადგილის შესახებ.
5. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას განმცხადებელი მიიღებს მის მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე.
6. ამ მუხლით ისარგებლებს 2025 წლის დეკემბრის თვეში დაბადებული ბავშვის ოჯახიც.
7. ამ მუხლით დახმარების მიმღები ვერ ისაგებლებს ამ წესის 25-ე და 26-ე მუხლებით გათვალისწინებული დახმარები