1. ახალშობილის შეძენის შემთხვევაში ყველა ოჯახი მიიღებს 1000 ლარს ერთჯერადად პირველ შვილზე, 2000 ლარს მეორე შვილზე, 3000 ლარს მესამე შვილზე, 4000 ლარს მეოთხე შვილზე, მე-5 ახალშობილზე 5000 ლარს და ა.შ. ახალშობილის ოჯახი ყოველთვიურად მიიღებს 300 ლარს ბავშვის ოთხი წლის ასაკის შესრულების თვის ჩათვლით.
2. შვილის შეძენისას ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემაზე არ ვრცელდება ამ წესის პირველი მუხლით განსაზღვრულ სოციალური დახმარების არსებითი დათქმა, საგამონაკლისო წესით ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამის მოსარგებლეები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განცხადების მომართვამდე სულ მცირე 6 (ექვსი) თვის განმავლობაში ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირები ან საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე პირები, საგამონაკლისო წესი ვრცელდება, როგორც ერთჯერად, ასევე ყოველთვიურ 300 (სამასი) ლარიან დახმარებაზეც, რომელსაც ახალშობილის ოჯახი მიიღებს ბავშვის 4 წლის ასაკის შესრულებამდე.
3. ტყუპი ახალშობილის შეძენის შემთხვევაში დაცული იქნეს შვილთა რაოდენობის რიგითობა (მაგ. ტყუპი ახალშობილის შეძენისას პირველი შვილს 1000 და მეორე შვილს 2000 ლარი და ა.შ.).
4. დახმარების მისაღებად მშობლებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (დევნილის მოწმობა არსებობის შემთხვევაში);
გ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;
დ) მშობლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
ე) ქ. ბორჯომში ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ბორჯომის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ.
5. ფინანსური დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაშიც, თუკი დადგენილებით განსაზღვრული ფინანსური დახმარების გაცემის საფუძველი დადგა გასული წლის მეოთხე კვარტალში, ხოლო მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება) ფინანსური დახმარების გაცემის შესახებ მიღებულია მომდევნო საბიუჯეტო წელს. ამ შემთხვევაში ფინანსური დახმარება გაიცემა მომდევნო წლის ბიუჯეტიდან შესაბამისი ქვეპროგრამის ფარგლებშ