1. 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი პირების ყოველთვიური ფულადი დახმარება განისაზღვროს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, გარდა ამისა დამატებით ერთჯერადი დახმარება გაეწიოთ:

ა) „ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს“ 200 (ორასი) ლარის ოდენობით;

ბ) „ახალი წლის“ დღესასწაულზე 100 (ასი) ლარის ოდენობით;

გ) „იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის“ დღესასწაულზე 100 (ასი) ლარის ოდენობით.

2. სოციალური დახმარებების პროგრამის ფარგლებში განხორციელდეს დედ-მამით ობოლი ბავშვის/ების კანონიერი წარმომადგენლების ოჯახების (პირების) თანადაფინანსება კომუნალური (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი) გადასახადების გადახდისას ყოველთვიურად წლის განმავლობაში შემდეგი ოდენობით:

ა) ელექტროენერგიის თანადაფინანსება 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით;

ბ) ბუნებრივი აირის თანადაფინანსება 50  (ორმოცდაათი)  ლარის ოდენობით.

3. დახმარების მისაღებად კანონიერმა წარმომადგენელმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი;

გ) ბავშვის/ების დაბადების მოწმობის ასლი;

დ) სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ გაცემული კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ვ) კომუნალური (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი) გადასახადების  აბონენტისათვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერ