1. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების გაცემაზე არ ვრცელდება ამ წესის პირველი მუხლით განსაზღვრულ სოციალური დახმარების არსებითი დათქმა, საგამონაკლისო წესით ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების მოსარგებლეები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 1 (ერთი) თვის განმავლობაში ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვთ ბორჯომის მუნიციპალიტეტი. ამ შემთხვევაში დახმარების მიმღები/განმცხადებელი ვალდებულია წარმოადგინოს ქ. ბორჯომში ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმართვამდე არანაკლებ 1 წლის განმავლობაში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ.
2. „სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ 0-დან 18 წლამდე ასაკის 4 (ოთხი) შვილი და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160000-ს გაეწიოთ ყოველთვიური ფულადი დახმარება 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, ყოველი მომდევნო შვილის შეძენის შემთხვევაში ფულადი დახმარება გაიზარდოს ყოველ მომდევნო შვილზე 100 (ასი) ლარის ოდენობით.
3. მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ 0-დან 18 წლამდე ასაკის 4 (ოთხი) ან მეტი შვილი და არ ირიცხებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, გაეწიოთ ყოველთვიური ფულადი დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ყოველი მომდევნო შვილის შეძენის შემთხვევაში ფულადი დახმარება გაიზარდოს ყოველ მომდევნო შვილზე 100 (ასი) ლარის ოდენობით.
4. ასევე 400 ლარით ყოველთვიურად დაფინანსდებიან 18 წლამდე ასაკის ის სამშვილიანი ოჯახები, რომელთაც ერთ- ერთი შვილი ყავთ შშმ პირი.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების მიმღებ მრავალშვილიან დედებს, რომელთაც ყავთ 0-დან 18 წლამდე ასაკის 4 (ოთხი) ან მეტი შვილი „დედის დღე“-ის დღესასწაულის აღსანიშნავად გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
6. „ახალი წლის“ და „იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის“ დღესასწაულზე მრავალშვილიან ოჯახებს გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.
7. სოციალური დახმარებების პროგრამის ფარგლებში განხორციელდეს მრავალშვილიანი ოჯახების თანადაფინანსება კომუნალური გადასახადების გადახდისას ყოველთვიურად წლის განმავლობაში შემდეგი ოდენობით:
ა) ელექტროენერგიის თანადაფინანსება 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით;
ბ) ბუნებრივი აირის თანადაფინანსება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
8. დახმარების მისაღებად ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში მშობლებმა (მშობელმა) უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
გ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
დ) მშობლის (დედა, მამა) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
ე) შშმ პირის შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განსაზღვრის/მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი - სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის (სსე) აქტი ფორმა NIV-50/4 ან სსე აქტის ამონაწერი;
ვ) კომუნალური (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი) გადასახადების აბონენტისათვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი;
ზ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს/ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის სარეიტინგო ქულის ამონაწერი (არსებობის შემთხვევაში);
თ) ქ. ბორჯომში ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმართვამდე არანაკლებ 1 წლის განმავლობაში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახე