1. 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარების გაცემაზე არ ვრცელდება  ამ წესის პირველი მუხლით განსაზღვრულ სოციალური დახმარების არსებითი დათქმა, საგამონაკლისო წესით  ამ მუხლით  გათვალისწინებული პროგრამის მოსარგებლეები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  განცხადების მომართვამდე სულ მცირე  1 (ერთი) თვის განმავლობაში  ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  ან  საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ის პირები, რომელთაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვთ ბორჯომის მუნიციპალიტეტი. ამ შემთხვევაში დახმარების მიმღები/განმცხადებებლი ვალდებულია წარმოადგინოს ქ. ბორჯომში ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმართვამდე არანაკლებ 1 წლის  განმავლობაში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ.

2. 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს:

ა) გაეწიოთ ყოველთვიური ფულადი დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

ბ) გაეწიოთ ერთჯერადი დახმარება  „ახალი წლის“ და „იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის“ დღესასწაულზე 100 (ასი) ლარის ოდენობით;

გ) მიეცეს საკურორტო მომსახურება (მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილი) ერთჯერადად არაუმეტეს 800 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების მიმღებ  ოჯახებს:

ა) „დედის დღე“-ის დღესასწაულის აღსანიშნავად გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

ბ) სოციალური დახმარებების პროგრამის ფარგლებში გაეწიოთ თანადაფინანსება კომუნალური გადასახადების გადახდისას ყოველთვიურად წლის განმავლობაში  შემდეგი ოდენობით:

ბ.ა) ელექტროენერგიის თანადაფინანსება 30 (ოცდაათი) ოდენობით;

ბ.ბ) ბუნებრივი აირის თანადაფინანსება 50  (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

4. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ გაცემული კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ვ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განსაზღვრის დამადასტურებელი დოკუმენტი - სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის (სსე) აქტი ფორმა NIV-50/4 ან სსე აქტის ამონაწერი;

ზ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკურორტო მომსახურების დახმარების მიმღების მიერ არჩეული სასტუმროს რეკვიზიტები და ინვოისი ან კერძო გამქირავებელთან (შემოსავლების სამსახურში გადამხდელად რეგისტრირებული) დადებული ხელშეკრულება და გადამხდელის დამადასტურებელი საბუთი. ანგარიშსწორება განხორციელდება საკურორტო მომსახურების მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი  შესრულებული მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე;

თ) ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომუნალური (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი) გადასახადების  აბონენტისათვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი;

ი) ქ. ბორჯომში ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმართვამდე არანაკლებ 1 წლის განმავლობაში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახე