1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების მოსარგებლეები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მარტოხელა მშობლები.
2. მარტოხელა მშობლებს „ახალი წლის“ და „იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის“ დღესასწაულზე გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.
3. მარტოხელა მშობელს გაეწიოს ყოველთვიური დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
4. განხორციელდეს მარტოხელა მშობლის თანადაფინანსება კომუნალური გადასახადების გადახდისას ყოველთვიურად წლის განმავლობაში შემდეგი ოდენობით:
ა) ელექტროენერგიის თანადაფინანსება 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით;
ბ) ბუნებრივი აირის თანადაფინანსება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების მიმღებ მშობლებს „დედის დღე“-ის დღესასწაულის აღსანიშნავად გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
6. დახმარების მისაღებად მარტოხელა მშობელმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) შვილის დაბადების მოწმობის ასლი;
გ) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ;
დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
ე) კომუნალური (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი) გადასახადების აბონენტისათვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი;
ვ) ქ. ბორჯომში ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმართვამდე არანაკლებ 1 წლის განმავლობაში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახე