1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სრულწლოვან (I ჯგუფი) პირებს გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება „ახალი წლის“ და „იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის“ დღესასწაულზე 100 (ასი) ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა, მინდობილმა პირმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) მინდობილობა განცხადების მინდობილი პირის მიერ წარდგენის შემთხვევაში;
გ) კანონიერი წარმომადგენლის არსებობისას აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
ე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განსაზღვრის/მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი - სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის (სსე) აქტი ფორმა NIV-50/4 ან სსე აქტის ამონაწერ