1. ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით „მეორე მსოფლიო ომის“ მონაწილე ვეტერანებთან გათანაბრებულ პირებს გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
2. ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანებს (მათ შორის დევნილებს) გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
3. „ახალი წლის“ და „იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის“ დღესასწაულზე გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით:
ა) „მეორე მსოფლიო ომის“ მონაწილეებთან გათანაბრებულ და მარჩენალდაკარგულ პირებს;
ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში და სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე (ავღანეთი) საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებს;
გ) ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებს;
დ) 1989 წლის 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებულ პირებს;
ე) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე პირებს, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალური დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზა“-ში და სარეიტინგო ქულა 160000-ს არ აღემატება;
ვ) „ომის ვეტერანის“ სტატუსის მქონე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (I და II ჯგუფი) პირებს.
4. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ვეტერანთა გარდაცვალებისას ოჯახისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
5. დახმარების მისაღებად ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (დევნილის მოწმობა არსებობის შემთხვევაში)
გ) ომის ვეტერანის მოწმობის ასლი, მარჩენალდაკარგულის დამადასტურებელი დოკუმენტი, 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებული და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილე პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ვეტერანთა გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ე) გარდაცვლილ ომის ვეტერანთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები