1. სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160 000-ს და საჭიროებენ სტაციონარულ და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურეობას წელიწადში ორჯერ დაფინანსდებიან 100%-ით, მაგრამ არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარისა სამედიცინო კვლევისა და კვლევის შემდგომ ოპერაციული ან სტაციონარული მკურნალობისთვის.
2. სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები რომელთა სარეიტინგო ქულა არის 160 000 დან 200 000-მდე და საჭიროებენ სტაციონარულ და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას დაფინანსება გაეწიოთ წელიწადში ორჯერ 100%-ით, მაგრამ არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა სამედიცინო კვლევისა და კვლევის შემდგომ ოპერაციული ან სტაციონარული მკურნალობისთვის.
3. პირები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულები სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში (გარდა „C“ ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების, აუტისტური სპექტრის, დაუნის სინდრომის მქონე პირების, ფისტულის ჩადგმის საჭიროების მქონე დიალიზიანი პაციენტების, მრავალშვილიანი ოჯახის წევრების, 18 წლამდე დედ-მამით ობლების, 18 წლამდე შშმ პირების, მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვებისა 5 წლამდე ასაკის ბავშვებისა, საპენსიო ასაკის პირებისა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ომის შშმ ვეტერანების და მათი ოჯახის წევრების, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა) და საჭიროებენ როგორც ამბულატორიულ ასევე სტაციონარულ სამედიცინო მომსახურეობას წელიწადში ორჯერ დაფინანსდებიან 70% ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარით სამედიცინო კვლევისა და კვლევის შემდგომ ოპერაციული ან სტაციონარული მკურნალობისთვის.
4. „C“ ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირებს, აუტისტური სპექტრის და დაუნის სინდრომის მქონე პირებს (სარეაბილიტაციო ცენტრებიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე), ასევე მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს, ობლებს, 18 წლამდე შშმ პირებს, მინდობით აღზრდაში მყოფ ბავშვებს, 5 წლამდე ასაკის ბავშვებს, ფისტულის ჩადგმის საჭიროების მქონე დიალეზიან პაციენტებს, საპენსიო ასაკის პირებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ომის შშმ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს ასევე ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებს გაეწიოთ სრული დაფინანსება წელიწადში ორჯერ არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა სამედიცინო კვლევისა და კვლევის შემდგომ ოპერაციული ან სტაციონარული მკურნალობისთვის.
5. პირებს, რომლებსაც ესაჭიროებათ ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურება, რომლის თანხა არ აღემატება 500 (ხუთასი) ლარს დაფინანსება გაეწევათ სრულად.
6. სრული დაფინანსებით ისარგებლებენ კარდიოლოგიური პაციენტები წლის განმავლობაში 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარით, მაღალტექნოლოგიური კვლევებისა და კარდიოქირურგიული ჩარევის საჭიროებისას.
7. ქვეპროგრამის მოქმედება არ ვრცელდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე, ტრანსპლანტაციის ხარჯებზე, ესთეტიკურ, პლასტიკურ ქირურგიაზე, კურორტულ მომსახურებაზე და სტომატოლოგიურ მომსახურებაზე (გარდა ყბა-სახის ქირურგიისა), ასევე არ დაფინანსდება არჩეული აყვანილი ექიმის და "ვიპ" პალატის ღირებულება.
8. დაფინანსების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) მინდობილობა განცხადების მინდობილი პირის მიერ წარდგენის შემთხვევაში;
გ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი-განცხადების კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში;
დ) განმცხადებლის/კანონიერი წარმომადგენლის/მინდობილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში დახმარების მიმღების დევნილის დამადასტურებელი საბუთის ასლი);
ე) დაბადების მოწმობის ასლი (არასრულწლოვანის შემთხვევაში);
ვ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), ანგარიშ-ფაქტურა და კალკულაცია (დედნები ან/და ელექტრონული ვერსია), სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ გაცემული საგარანტიო მიმართვის ასლი (დაფინანსების შემთხვევაში) ან სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული წერილობითი ინფორმაცია მოქალაქის დაფინანსების ან არ დაფინანსების თაობაზე;
ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
თ) მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვის დაფინანსების შემთხვევაში წარმოდგენილი იქნეს მინდობით აღზრდაში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურიდან;
ი) შშმ ვეტერანების და მათი ოჯახის წევრების დაფინანსების შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი საბუთი