1. ონკოლოგიური პაციენტების (I, II და IV კლინიკური ჯგუფი) სადიაგნოსტიკო მაღალტექნოლოგიური კვლევების, ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსებისათვის, ქიმიოთერაპიის კურსის მიმდინარეობისას ან შემდგომ მკურნალობისათვის და სხვა მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის დაფინანსების ლიმიტი განისაზღვროს 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით ერთჯერადად ან წლის განმავლობაში.
2. ონკოლოგიური პაციენტები (III კლინიკური ჯგუფი), რომლებსაც ესაჭიროებათ სხვადასხვა ჯგუფის მედიკამენტები, წელიწადში ერთჯერადად გაეწიოთ დახმარება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ადგილობრივი ონკოლოგის ან ოჯახის ექიმის დანიშნულების მიხედვით.
3. დაფინანსების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში დევნილის დამადასტურებელი საბუთის ასლი);
გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ- სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა დედანი, ანგარიშ-ფაქტურა და კალკულაცია (დედნები, ან/და ელექტრონული ვერსია);
დ) ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კალკულაცია აფთიაქიდან -დედანი;
ე) სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ გაცემული საგარანტიო მიმართვის ასლი (დაფინანსების შემთხვევაში) ან სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული წერილობითი ინფორმაცია მოქალაქის დაფინანსების ან არ დაფინანსების თაობაზე.
4. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების მისაღებად ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა, (დედანი დოკუმენტი) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული უნდა იყოს არანაკლებ ბოლო ერთი თვის მანძილზე, რომლის მე-17 პუნქტში მკურნალი ექიმის მიერ დაფიქსირებული იქნება სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალი.
თავი III
ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრა