1. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის მიზანია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ბავშვის უფლებების დაცვა, ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერა, ბავშვის ოჯახის გაძლიერება მათი ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

2. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის მოსარგებლეები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული, მაგრამ ფაქტობრივად მცხოვრები კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი 0-18 წლამდე ასაკის ბავშვიანი ოჯახები, მათ შორის შშმ, სსმ, დანაშაულის ან/და ძალადობის მსხვერპლი, კანონთან კონფლიქტში მყოფი, სოციალურად დაუცველი, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი, რომელთა მიმართ მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ მუშაკის მიერ ბავშვისა და ოჯახის შეფასების შემდგომ შემუშავებულია ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმა