1. სამედიცინო მომსახურების დაფინანსებისას გათვალისწინებულია საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის ასლის ან სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მოქალაქის დაფინანსების ან არ დაფინანსების თაობაზე წერილობითი ინფორმაცია.
2. ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსება გათვალისწინებულია საყოველთაო და რეფერალური პროგრამით დაფინანსების ზემოთ დარჩენილ თანხაზე, ასევე იმ მომსახურებაზე და მედიკამენტებზე, რომელიც არ ფინანსდება საყოველთაო და რეფერალური პროგრამით.
3. პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო დაფინანსება არ ვრცელდება:
ა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე და ტრანსპლანტაციის ხარჯებზე;
ბ) კურორტულ მომსახურებაზე, ესთეთიკურ და პლასტიკურ ქირურგიაზე;
გ) სტომატოლოგიურ მომსახურებაზე, გარდა ყბა-სახის ქირურგიული მომსახურებისა;
დ) პროგრამით მოსარგებლის მიერ აყვანილი ექიმის და „ვიპ პალატის“ არჩევისას.
4. მუნიციპალიტეტის მიერ ანგარიშსწორება მოხდება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების და აფთიაქის მიერ მედიკამენტების გაცემის დამადასტურებელი საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე უნაღდო ანგარიშსწორები