1. ჰემოდიალიზზე მყოფ პირებს დროული და სათანადო მედიკამენტებით მკურნალობისთვის გაეწიოთ დაფინანსება ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
2. პირები, რომლებიც დაავადებულები არიან ენცეფალოპატიით და პარკინსონის კანკალა რიგიდული ფორმით, ასევე დაბადებიდან 18 წლამდე ასაკის ეპილეფსიით და მინიჭებული აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის ყოველ კვარტალში გაეწიოთ დაფინანსება 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
3. პირები, რომლებიც იმყოფებიან მუდმივად მწოლიარე მდგომარეობაში, არ ექვემდებარებიან გადაადგილებას და ესაჭიროებათ მედიკამენტებისა და ჰიგიენური საშუალებების შეძენა დაფინანსდებიან 300 (სამასი) ლარის ოდენობით ერთჯერადად.
4. პირებს რომლებსაც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ მინიჭებული აქვთ „ბორჯომის საპატიო მოქალაქის“ წოდება, მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის გაეწიოთ დაფინანსება სრულად მთელი წლის მანძილზე, ხოლო დაფინანსების ლიმიტი განისაზღვროს 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
5. განხორციელდეს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ჯანმრთელობის პრობლემების მქონე იმ ბავშვის მედიკამენტებით უზრუნველყოფა, რომლის მიმართაც მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მუშაკის მიერ ბავშვისა და ოჯახის შეფასების შემდგომ შემუშავებულია ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმა. დაფინანსდება ოჯახში მცხოვრები თითოეული ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვი ერთჯერადად არაუმეტეს 300 (ორასი) ლარის ოდენობით.
6. საპენსიო ასაკის სოციალურად დაუცველი ბენეფიციარები, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 200 000-მდეა, მედიკამენტების შესაძენად დაუფინანსდებათ 300 ლარი (სამასი) ერთჯერადად.
7. შშმ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს მედიკამენტების შესაძენად დაფინანსდებიან ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
8. დაფინანსების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში დევნილის დამადასტურებელი საბუთის ასლი);
გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა) - დედანი (ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფორმა №IV-100/ა, წარმოდგენილი იქნება ერთჯერადად წლის დასაწყისში);
დ) კალკულაცია აფთიაქიდან-დედანი; (ფორმა №IV-100/ა და კალკულაცია აფთიაქიდან მიიღება ელექტრონული ფორმითაც);
ე) ოჯახის სარეიტინგო ქულის ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
ვ) „ბორჯომის საპატიო მოქალაქის“ წოდების მოქონე პირებისათვის საპატიო წოდების დამადასტურებელი საბუთი;
ზ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი - სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის (სსე) აქტი ფორმა NIV-50/4 ან სსე აქტის ამონაწერი და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი ამ მუხლის მე-7 პუნქტის შემთხვევაში.
9. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების გარდა, ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფა განხორციელდეს წელიწადში ერთჯერადა