უზრუნველყოფა

1.
უფასო მედიკამენტებით უზრუნვეყოფა ვრცელდება მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე მცხოვრებ ქრონიკული დაავადების მქონე ავადმყოფებზე, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში  0 – 100 000 ქულის ფარგლებშია.
2.
ექიმის  დანიშნულებით გამოწერილი მედიკამენტების ღირებულება 100 ლარის ფარგლებში დაუფინანსდებათ:
ა)
ეპილეფსიით დაავადებულებს;
ბ)
პარკინსონიზმით დაავადებულებს;
გ)
ონკოლოგიურ ავადმყოფებს;
დ)
დაუნის სინდრომით დაავადებულებს.
3.
დანიშნული მედიკამენტების ღირებულების დასაფინანსებლად ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულმა მაძიებელმა/წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის საკრებულოსა ან გამგეობაში უნდა წარადგინოს წინამდებარე წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, და ,,ე“ ქვეპუნქტებით  გათვალისწინებული დოკუმენტაცია, აგრეთვე, ექიმის დანიშნულების საფუძველზე ცნობა სააფთიაქო დაწესებულებიდან – მედიკამენტების ჩამონათვალის და ღირებულების, აგრეთვე, საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა