1.
ბენეფიციარები: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, 0–100 000 სარეიტნგო ქულის მქონე:
ა)
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე I და II ჯგუფის უსინათლო პირები;
ბ)
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც დამოუკიდებლად
გადაადგილებას ვერ ახერხებენ (ინვალიდის ეტლით მოსარგებლე ან მწოლიარე).
2.
ამ მუხლით გათვალისწინებულ ბენეფიციარებს ერთჯერადად დაუფინანსდებათ ექიმის დანიშნულებით მისაღები მედიკამენტების ღირებულება 100 ლარის ფარგლებში.
3.
დაფინანსების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარდგენილი უნდა იქნეს:
ა)
მაძიებლის/წარმომადგენლის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ)
მაძიებლის პირადობის/დაბადების მოწმობის ასლი;
გ)
ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
დ)
მაძიებლის უნარშეზღუდულობის ხარისხის თაობაზე საექსპერტო კომისიის ცნობის (კუპონის) ასლი;
ე)
ექიმის დანიშნულების საფუძველზე ცნობა აფთიაქიდან – დანიშნული მედიკამენტების ჩამონათვალის და ღირებულების, აგრეთვე, საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების შესახებ, რომელზეც განხორციელდება გადარიცხვა