1.
ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ რევმატიული დაავადებების (რეაქტიული ართრიტის მწვავე ფორმა; რევმატოიდული პოლიართრიტის ქრონიკული ფორმის გამწვავება; ჰემორაგიული ვასკულიტი; სისტემური წითელი მგლურა) მქონე ავადმყოფებზე, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000-100 000 ქულის ფარგლებშია.
2.
დახმარების მისაღებად მაძიებელმა/წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა)
განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ)
მაძიებლის (ავადმყოფის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
დ)
სამკურნალო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა ხარჯთაღრიცხვით - სამედიცინო მომსახურების ღირებულებისა და საბანკო რეკვიზიტების შესახებ, რომელზეც უნდა განხორციელდეს გადარიცხვა;
ე)
ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
3.
ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, სტაციონარული მკურნალობის ღირებულების 50%-ით თანადაფინანსების სახით, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა
ხაშურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 19.11.2013
მუხლი 8. რევმატიული ავადმყოფების სოციალური დახმარება
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 50%
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. მშობიარობის თანადაფინანსება
- მუხლი 3. ქრონიკული დაავადებების მქონე ავადმყოფების უფასო მედიკამენტებით
- მუხლი 4. ცერებრალური დამბლითა და სკოლიოზით დაავადებული პირების სოციალური დახმარება
- მუხლი 5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დახმარება
- მუხლი 6. დედ-მამით ობოლი ბავშვების/მოზარდების დახმარება
- მუხლი 7. ენდოკრინოლოგიური დაავადებებით დაავადებულ ბავშვთა დახმარება
- მუხლი 9. ფენილკეტონურიით დაავადებული პირების დახმარება
- მუხლი 10. ზოგიერთი კატეგორიის მოსახლეობის სოციალური დახმარება
- მუხლი 11. ხელმოკლე სტუდენტების დახმარება
- მუხლი 12. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
- მუხლი 13. ომის ვეტერანთა და მათი ოჯახების სოციალური დახმარება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ხაშურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 8, №53, 28.12.2012, სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.143.016135 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.11.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1812268/muxli-8/