1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან  სოციალური დახმარება გაეწევა ქვემოთ   ჩამოთვლილი კატეგორიის ომის ვეტერანებს ან მათ ოჯახებს:
ა)
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის  საბრძოლო მოქმედების  ინვალიდებს;
ბ)
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში  დაღუპულთა ოჯახებს;
გ)
მეორე მსოფლო ომის მონაწილეებს.
2.
დახმარება გაიცემა ერთჯერადად, 100 ლარის ოდენობით;
3.
ამ მუხლით გათვალისწინებულ ბენეფიციართა კონტინგენტსა და მათ საბანკო (საპენსიო)   ანგარშების რეკვიზიტებს აზუსტებს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
4.
ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ბენეფიციარებს დახმარება მიეცემათ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს, ხოლო ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციარებს – ფაშიზმზე გამარჯვების დღეს – 9 მაისს