1.
ამ მუხლით დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს,  აგრეთვე  იმ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლის ძირითად კონსტრუქციულ ელემენტებს ხანძარმა არსებითი ზიანი მიაყენა.
2.
ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს გაეწევა ერთჯერადი დახმარება 1000 ლარის ოდენობით, ხოლო ოჯახს, რომლის საცხოვრებელი სახლის/ბინის ძირითად კონსტრუქციულ ელემენტებს ხანძარმა არსებითი ზიანი მიაყენა, 500 ლარის ოდენობით.
3.
დაზარალებული ოჯახის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა)
განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ)
პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
ცნობა სახანძრო დაცვის სამსახურიდან – ხანძრის ფაქტისა და მისი კატეგორიის შესახებ;
დ)
საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები