1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტულო მომსახურება:
ა)
ვეტერანის მოწმობის მიხედვით მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ (კოდი-958)  გარდაცვლილ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ( კოდი – 100) სარიტუალო მომსახურება;
ბ)
ვეტერანის მოწმობის მიხედვით მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების გარდაცვლილ ვეტერანთა  (კოდი –300) სარიტუალო მომსახურება;
გ)
ვეტერანის მოწმობის მიხედვით მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების გარდაცვლილ მონაწილეთა (კოდი 200) სარიტუალო მომსახურება;
დ)
დევნილის მოწმობის მიხედვით მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ გარდაცვლილ დევნილთა სარიტუალო მომსახურება;
ე)
უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება.
2.
მუნიციპალიტეტში წარსადგენია შემდეგი  დოკუმენტაცია:
ა)
დაკრძალვის ხარჯების მიმღები პირის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
გარდაცვლილი ვეტერანის/დევნილის მოწმობის ასლი;
დ)
ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოდან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ (ამ წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის შემთხვევაში);
ე)
განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
ვ)
ცნობა შესაბამისი ორგანოდან პირის გარდაცვალების შესახებ.
3.
სარიტუალო მომსახურების თანხა გაიცემა 250 ლარის ოდენობით