1.
ამ მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების მიმღებები არიან:
ა)
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი  70 000 ქულას არ აღემატება,  მაგრამ მათი  სადაზღვევო პოლისი გააქტიურებული არ არის, ან/და სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ იფარება დაზღვევით;
ბ)
სოციალურად დაუცველი ოჯახების (70 000-150 000 სარეიტინგო ქულა) წევრები, რომელთაც გაეწიათ  გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება;
გ)
სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობა –  პირი, რომლის მიერ მოთხოვნილი დახმარების ოდენობა  არ აღემატება 900 ლარს.
2.
ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების გაცემის შესაძლებლობას, მიზანშეწონილებას და მოცულობას (არაუმეტეს 2000 ლარისა) განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შექმნილი სპეციალური კომისია, რომლსაც განცხადებასთან ერთად უნდა წარედგინოს:
ა)
მაძიებლის/წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა);
გ)
სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანგარიშფაქტურა კალკულაციით;
დ)
სოციალურ კატეგორიას (დევნილი, შშმ პირი, ვეტერანი, პენსიონერი და სხვ.) მიკუთვნების დამადასტურებელი მოწმობის ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე)
ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ)
მაძიებლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე შესაბამის დასახლებაში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის წერილობითი ინფორმაცია (იმ შემთხვევაში, თუ მაძიებლის ოჯახი არ ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში).
3.
კომისია დასკვნის შემუშავებისას მხედველობაში იღებს პირის შემოსავლებსა და ქონებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას