1.
ამ მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარება გაეწევა  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ცერებრალური დამბლითა და სქოლიოზით დაავადებულ პირებს, რომელთა ოჯახების რეიტინგი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0–100 000 ქულის ფარგლებშია.
2.
ამ მუხლით გათვალისწინებულ ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ ერთჯერადად, 100 ლარის ფარგლებში, მაძიებლის/წარმომადგენლის მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოსა ან გამგეობაში წინამდებარე წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე