დაავადებული
ბენეფიციარების
სამკურნალო
-
სარეაბილიტაციო
დახმარება
1. II და III ხარისხის სქოლიოზით დაავადებული 0-დან 150 000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე (0-დან 18-წლამდე) ბენეფიციარის სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება განისაზღვროს არაერთჯერადად, წლიური ლიმიტის –
500 ლარის ამოწურვამდე (თითო ჯერზე გათვალისწინებულია არაუმეტეს 10-15 პროცედურა).
2. წლის განმავლობაში არაერთჯერადად, არაუმეტეს წლიური ლიმიტის –
300 (სამასი) ლარის ამოწურვამდე დახმარებას საცურაო აუზით სარგებლობისთვის მიიღებენ II და III ხარისხის სქოლიოზით (0-დან 18 წლის ჩათვლით) დაავადებული ბენეფიციარები, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 150 000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულა.
3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა II-III ხარისხის სკოლიოზით დაავადების შესახებ (ფორმა №100) გაცემული უნდა იყოს ბოლო ერთი წლის მანძილზე ორთოპედ-ტრავმატოლოგის მიერ;
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან – საცურაო აუზის მფლობელისაგან;
ე) დაბადების მოწმობის ან/და დევნილის მოწმობის ასლი.
4. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დაწესებულების შესაბამის საბანკო ანგარიშზ