(
კოდი
(ICD-10) C00-
დან
C97-
ის

ჩათვლით
;
კოდი
(ICD-10) D00-
დან
D09-
ის

ჩათვლით
)
ავადმყოფის

მედიკამენტებით
,დამხმარე

საშუალებებით

უზრუნველყოფა

1. ამ მუხლით დახმარების მიმღები არის ონკოლოგიური (კოდი (ICD-10) C00-დან C97-ის ჩათვლით; კოდი (ICD-10) D00-დან D09-ის ჩათვლით) ავადმყოფი.

2. დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა არაერთჯერადად, წლიური ლიმიტის 500 (ხუთასი) ლარის ამოწურვამდე, ამ მუხლში აღნიშნულ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში.

3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა (ოჯახის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი ან ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც მიმართავს მუნიციპალიტეტს სოციალური დახმარების მოთხოვნით და წარმართავს მასთან ურთიერთობებს) გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

გ) ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა აფთიაქიდან.

4. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზ