მედიკამენტებით

უზრუნველყოფა

1. მოსახლეობის უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კონტინგენტია:

ა) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები;

ბ) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პარკინსონიზმით დაავადებული პაციენტები.

2. მედიკამენტებით დახმარება გაეწევა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 0-დან 150000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე
შემდეგი კატეგორიის იმ ბენეფიციარებს, რომელთა საცხოვრებელ ადგილად
სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში განსაზღვრულია
გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია:

ა) თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლით დაავადებულ პირებს;

ბ) შაქრიანი დიაბეტი ტიპი II-ით
დაავადებულ პირებს;

გ) ბრონქიალური ასთმით, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე
პირებს;

დ) ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მქონე
პირებს;

ე) თვალის ქრონიკული დაავადების (გლაუკომა) მქონე პირს სამედიცინო კოდი H40-დან – H42 ჩათვლით; H42*.

3. მედიკამენტებით დახმარება, თითოეული დაავადების მკურნალობის ფარგლებში, გარდა სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებისა, გაეწევათ ამ მუხლით მოსარგებლე ბენეფიციარებს არაერთჯერადად, წლიური ლიმიტის – 300 (სამასი) ლარის ამოწურვამდე.

4. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა (ოჯახის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი ან ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც მიმართავს მუნიციპალიტეტს სოციალური დახმარების მოთხოვნით და წარმართავს მასთან ურთიერთობებს) წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ან ამონაწერი რეგისტრაციის ადგილიდან ან/და იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი აფთიაქიდან;

5. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სამედიცინო დაწესებულების/აფთიაქის შესაბამის საბანკო ანგარიშზ