და
სპორტსმენების
დახმარება
1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ პროგრამაზე სწავლის საფასურის თანადაფინანსება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ერთჯერადად გაეწევათ სტუდენტებს, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და მინიჭებული აქვთ 0-დან 150 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, არ სარგებლობენ სხვა სახელმწიფო პროგრამით, ან/და აქვთ მოპოვებული 50% ან 70% სახელმწიფო გრანტი სწავლის დაფინანსებაზე.
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ცნობა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მათზე სახელმწიფო დაფინანსების არარსებობის ან/და ნაწილობრივი დაფინანსების, თანხის ოდენობის და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რეკვიზიტების შესახებ;
გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომელშიც საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტი.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
4. შეზღუდული შესაძლებლობის მკვეთრად გამოხატული სტატუსის მქონე სტუდენტს, რომელმაც 2026 წელს ჩააბარა და სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ პროგრამაზე, საბაკალავრო საფეხურზე სწავლის პერიოდში დახმარება გაეწევათ ერთჯერადად, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
5. შეზღუდული შესაძლებლობის მნიშვნელოვნად გამოხატული სტატუსის მქონე სტუდენტს, რომელმაც 2026 წელს ჩააბარა და სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ პროგრამაზე, საბაკალავრო საფეხურზე სწავლის პერიოდში დახმარება გაეწევათ ერთჯერადად, 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული დახმარების მოთხოვნის უფლება აქვს ასევე იმ სტუდენტს, რომელიც სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ პროგრამაზე საბაკალავრო საფეხურზე და 2024 წელს ისარგებლა გორის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დახმარებით.
7. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ცნობა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
გ) ამ მუხლის მე-4-მე-6 პუნქტების შემთხვევაში – სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;
დ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
ვ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე.
8. ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით გაეწევათ ოლიმპიური სახეობების საქართველოს ნაკრების მოქმედ სპორტსმენებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 0-დან 150 000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულა.
9. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ცნობა შესაბამისი ფედერაციიდან ეროვნული ნაკრების წევრობის შესახებ;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად დაფიქსირებული იქნება გორის მუნიციპალიტეტი.
10. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ ბენეფიციარის პირად ანგარიშზ