ოჯახების

დახმარება

1. ერთჯერადად მე-3 შვილის შეძენაზე დაფინანსებას მიიღებენ:

ა) 300 (სამასი) ლარის ოდენობით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 0-დან 120000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე 0-დან 18 წლამდე 3-შვილიანი ოჯახები, რომლის ერთ-ერთი მშობელი და შვილები ცხოვრობენ და რეგისტრირებული არიან გორის მუნიციპალიტეტში;

ბ) 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 120000 დან 150000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე 0-დან 18 წლამდე 3-შვილიანი ოჯახები, რომლის ერთ-ერთი მშობელი და შვილები ცხოვრობენ და რეგისტრირებული არიან გორის მუნიციპალიტეტში.

2.
ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ 0-დან 18 წლამდე 4-შვილიანი ოჯახი, რომლის ერთ-ერთი მშობელი და შვილები რეგისტრირებულნი არიან გორის მუნიციპალიტეტში.

3. ერთჯერადად (თითო ბავშვზე) 200 (ორასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ 0-დან 18 წლამდე 5 და მეტშვილიანი ოჯახები, რომლის ერთ-ერთი მშობელი და შვილები რეგისტრირებული არიან გორის მუნიციპალიტეტში.

4. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის/მშობლის პირადობის მოწმობების ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები;

დ) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში;

ე) ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომელშიც მშობლების საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტი;

ვ) შვილების რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი.

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ერთ-ერთი მშობლის პირად საბანკო ანგარიშზე.

6. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული დახმარების მოთხოვნით, 2025 წლის დეკემბერში დაბადებული მე-3 შვილის შეძენისას, იმ შემთხვევაში, თუ მაძიებელს არ უსარგებლია 2025 წლის პროგრამის ფარგლებში ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული დახმარებით, მაძიებელმა მერიას განცხადებით უნდა მიმართოს არაუგვიანეს 2026 წლის 1 მარტის