1. ერთჯერადად მე-3 შვილის შეძენაზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ 0-დან 150000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე 0-დან 18-წლამდე 3-შვილიანი ოჯახები.
2. ერთჯერადად მე-4 შვილის შეძენაზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ 0-დან 18-წლამდე 4-შვილიანი ოჯახები.
3. ერთჯერადად (თითო ბავშვზე) 200 (ორასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ 0-დან 18-წლამდე გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 5- და მეტშვილიანი ოჯახები.
4. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ)დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები;
დ) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, პირად საბანკო ანგარიშზ