1. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახების და მიუსაფარ პირთა ქირით უზრუნველყოფა განხორციელდება წლის განმავლობაში, ფულადი დახმარების გზით. ბენეფიციარის გამოვლენა/წარდგენა მოხდება გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის და სოციალური მუშაკის მიერ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
2. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ ფართში, ერთჯერადად, თვეში 100 (ასი) ლარით ქირით უზრუნველყოფის დაფინანსებას მიიღებს გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი, მიუსაფარი, უსახლკაროდ დარჩენილი ბენეფიციარი.
3. მოქალაქემ გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობა;
გ) გამქირავებლის საბანკო ანგარიშის მონაცემები;
დ) საჯარო რეესტრის ან/და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ქირავნობის ხელშეკრულება, დადებული ბენეფიციარსა და გამქირავებელს შორის.
4. მერის წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) მოხსენებითი ბარათი მერის სახელზე (ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს
მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ჩართულობას აღნიშნულ საკითხში);
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) ოჯახის უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. ანაზღაურება მოხდება ყოველთვიურად, გამქირავებლის პირად საბანკო ანგარიშზე