1. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახების და მიუსაფარ პირთა ქირით უზრუნველყოფა განხორციელდება ერთჯერადად წლის განმავლობაში ფულადი დახმარების გზით. ბენეფიციარების გამოვლენა, წარდგენა მოხდება გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის და სოციალური მუშაკის მიერ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
2. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ ფართში, ერთჯერადად, ყოველთვიურად, 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით ქირით უზრუნველყოფის დაფინანსებას (დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდისთვის) მიიღებს გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი, მიუსაფარი, უსახლკაროდ დარჩენილი ბენეფიციარი.
3. მოქალაქემ გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის მოწმობის ასლი;
გ) გამქირავებლის, ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
დ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომ მის სახელზე საცხოვრებელი ფართი არ ირიცხება;
ე) საჯარო რეესტრის ან/და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ბინის მესაკუთრესა და დამქირავებლს შორის გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულება.
4. მერის წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) მოხსენებითი ბარათი მერის სახელზე; (ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ჩართულობას აღნიშნულ საკითხში);
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) ოჯახის უკიდურესი მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
3. ანაზღაურება მოხდება ყოველთვიურად უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გამქირავებლის მიერ ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზ