მძიმე
მდგომარეობაში
მყოფი
,მიუსაფარი
,უსახლკაროდ
დარჩენილი
მოსახლეობის
ქირით
უზრუნველყოფის
ფულადი
დახმარება
1. გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უსახლკაროდ დარჩენილი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი მიუსაფარი ოჯახების ქირით უზრუნველყოფა განხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ ფართში
წლის განმავლობაში ფულადი დახმარების გზით, თვეში 200 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის ფარგლებში ბენეფიციარის შესწავლა/წარდგენა მოხდება გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის და სოციალური მუშაკის მიერ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
3. მოქალაქემ გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობა;
გ) გამქირავებლის საბანკო ანგარიშის მონაცემები;
დ) საჯარო რეესტრის ან/და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ქირავნობის ხელშეკრულება, დადებული ბენეფიციარსა და გამქირავებელს შორის;
ე) ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის პირადობის მოწმობის ასლი, არასრულწლოვნის შემთხვევაში – დაბადების მოწმობის ასლი;
ვ) ცნობა საჯარო რეესტრიდან განმცხადებლის და მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის სახელზე საცხოვრებელი ფართის რეგისტრაციის შესახებ;
ზ) ცნობა შემოსავლების სამსახურიდან განმცხდებლის და ოჯახის წევრის სახელზე არსებული შემოსავლების შესახებ;
თ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
ი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შემთხვევაში სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი.
4. მერის წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) მოხსენებითი ბარათი მერის სახელზე (ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ჩართულობას აღნიშნულ საკითხში). მოხსენებითი ბარათი და აქტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ოჯახის ყველა წევრის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) ოჯახის უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. ანაზღაურება მოხდება ყოველთვიურად, გამქირავებლის პირად საბანკო ანგარიშზე.
6. ამ მუხლით ისარგებლებს მხოლოდ ის ბენეფიციარი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრიტებულია და ცხოვრობს ბოლო 2 წლის განმავლობაში.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების მოთხოვნის თაობაზე განცხადება არ განიხილება ან დახმარების გაწევა შეწყდება პირის/ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის, საოჯახო ან/და სხვა ისეთი გარემოების გამოვლენისას, რაც ადასტურებს განმცხადებლის შესაძლებლობას უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრისით საკუთარი შესაძლებლობებით ან მის მიმართ ვრცელდება მესამე პირის ვალდებულება საცხოვრისით უზრუნველყოფაზ