მკვეთრად

და

მნიშვნელოვნად

გამოხატული

შეზღუდული

შესაძლებლობის

მქონე
(
უსინათლო
)
და

სმენადაქვეითებული
(
ყრუ
-
მუნჯობა
ICD H-90.6; H-91.9)
პირთა

ერთჯერადი

ფულადი

დახმარება

1. მკვეთრად გამოხატული (უსინათლო) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 0-დან 150 000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე მნიშვნელოვნად გამოხატული (უსინათლო) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ერთჯერადად ფულადი დახმარება გაეწიოთ 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

3. სმენადაქვეითებულ (ყრუ-მუნჯობა ICD H-90.6; H-91.9) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

4. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

გ) მხედველობით მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის (უსინათლო) შემთხვევაში – უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული მხედველობის გამო მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო ფორმა №50;

დ) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში;

ე) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტი;

ვ) ყრუ-მუნჯობის შემთხვევაში ექიმი სპეციალისტის მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა.

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზ